პაკისტანში მეჩეთის დაბომბვას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ფეშავარში შიიტურ მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო ” ალ-ჯაზირა”ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შედეგად, 30-ზე მეტი მლოცველი დაიღუპა და ათობით დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მლოცველები მეჩეთში ლოცულობდენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები