სომხეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
სომხეთის პარლამენტმა დღეს, 3 მარტს მეხუთე პრეზიდენტად ვააგნ ხაჩატრიანი აირჩია. მისი კანდიდატურა მმართველმა ფრაქციამ – “სამოქალაქო თანხმობამ” წარადგინა.
პრეზიდენტის ასარჩევად საკმარისი იყო 65 ხმა [მმართველ ფრაქციას 71 მანდატი აქვს]. სომხეთის მეოთხე პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით 2022 წლის იანვარში დატოვა, რის საფუძვლადაც პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილება დაასახელა.
ვააგნ ხაჩატრიანი აქამდე მაღალტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.