პესკოვი: უკრაინული მხარე მოლაპარაკების დაწყებას შეგნებულად აჭიანურებს
„რუსეთს საფუძველი აქვს, იფიქროს, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებების დაწყებას მიზანმიმართულად აჭიანურებს. ჩვენ გვაქვს ამის თქმის არგუმენტირებული საფუძველი“, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის წევრმა, დავით არახამიამ უკრაინა-რუსეთის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ბელოვეჟის ტყეში გაიმართება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოლაპარაკებები დღეს ნამდვილად გაიმართება, მაგრამ – სხვა ლოკაციაზე. მოლაპარაკების შესახებ ყველა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა დავით არახამიამ.