ზელენსკი: ყველა უკრაინელი, რომელმაც ომის გამო სამუშაო დაკარგა, 6,5 ათას გრივნას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ მიმართვაში განაცხადა, რომ რომ ყველა უკრაინელი, რომელმაც ომის გამო სამუშაო დაკარგა, 6,5 ათას გრივნას მიიღებს კომპენსაციის სახით.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მალე ჩავა 16 ათასი უცხოელი, რომელიც მზად არის, მის დასაცავად იბრძოლოს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელების მიერ გამოვლენილმა გამძლეობამ რუსეთი აიძულა, ტაქტიკა შეეცვალა.

“რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და ბომბდამშენი თავდასხმები იმის აღიარებაა, რომ მათ ვერაფერი გააკეთეს მნიშვნელოვანი ჩვენს მიწაზე. ჩვენი თავდაცვის ყველა ხაზი შენარჩუნებულია. მტერს არცერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე წარმატება არ აქვს“, – თქვა ზელენსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები