“ჩაკეტე ცა” – დმიტრო კულება პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება პარტნიორებს რუსეთისთვის ავიასივრცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.

“ეს არის ნამდვილი სახალხო ომი უკრაინისთვის. პუტინს მისი მოგების შანსი არ აქვს. ამ ფოტოზე მშვიდობიანი მოქალაქეები გუშინ ენერგოდარში რუს დამპყრობლებს ბლოკავენ. ასობით ასეთი ფოტოდან და ვიდეოდან ერთ-ერთი. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას თავის დაცვაში. განსაკუთრებით – ჰაერში. დახურე ცა ახლავე!”, – წერს კულება “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები