უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთის მხრიდან დანაკარგი 9 000 ჯარისკაცია
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ოკუპანტების არმიამ 9 000 ჯარისკაცი დაკარგა.
ამას გარდა, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი მოიცავს 217 ტანკს, 900 ჯავშანტექნიკას, 11 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 31 ვერტმფრენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს 498 რუსი სამხედრო დაიღუპა და 1597 ადამიანი დაშავდა.