პოდოლიაკი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს – „ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული კორიდორები“

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და მათ ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობაში დახმარებას სთხოვს.

„ჩვენი სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონებია განლაგებული, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცა.

ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული კორიდორები – საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. კმარა სიტყვები“, – წერს პოდოლიაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები