„ეხო მოსკვი“ მუშაობას წყვეტს

„ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, რადიოსა და მისი ვებგვერდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა განაცხადა.

მანამდე, ვენედიქტოვმა განაცხადა, რომ რუსეთში რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ და ტელეკომპანია „დოჟდი“ გათიშეს. გადაწყვეტილება რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, „დოჟდისა“ და „ეხო მოსკვის“ ვებგვერდებზე განთავსებული იყო „ექსტრემისტული და ძალადობის შემცველი მოწოდებები“. გენერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ ორივე მაუწყებელი უკრაინაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ქმედებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები