საფრანგეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი
საფრანგეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი.
ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება იმ ადამიანებს ეხებათ, რომელთა ყოფნაც რუსეთის ტერიტორიაზე სავალდებულო არ არის.
მანამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა თავის მოქალაქეებს, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის ტერიტორია დატოვონ.