რუსეთის პროკურატურა მოსახლეობას აფრთხილებს, არ მიიღოს მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერ აქციაში

მოსკოვის პროკურატურა მოსახლეობას აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის ცენტრში დაგეგმილ არასანქცირებულ აქციაში.

„აღნიშნული ღონისძიება, მოქმედი კანონის შესაბამისად, არ არის შეთანხმებული ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ როგორც არასანქცირებული შეკრების ორგანიზება, ასევე, მასში მონაწილეობა რუსეთის კანონმდებლობით დასჯადია და მასში მონაწილე პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რუსეთის შსს სამინისტროში ჯერ კიდევ 24 თებერვალს განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ამ დროისთვის 600 პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ცალკეულმა ჯგუფებმა რუსეთის დედაქალაქში უკრაინის მხარდასაჭერი მორიგი აქცია დაგეგმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები