უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა
„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა.
სააგენტოს პრეზიდენტის იფისში განუცხადეს, რომ საუბარია სარაკეტო დარტყმაზე, რომელიც იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.
მათივე განცხადებით, ჯერჯერობით არ იციან, იყო თუ არა დამანგრეველი ეს აფეთქება და მოყვა თუ არა მსხვერპლი.