ემანუელ მაკრონი: რუსეთი აგრესორია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ომის გასამართლებლად გავრცელებული სიცრუე დაგმო.

„პრეზიდენტმა პუტინმა ომი აირჩია. მან თავის საერთაშორისო ვალდებულებებს უღალატა. ეს ომი არ არის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს, რომ გვჯეროდეს.

უკრაინაში ნატოს ბაზა არ არის. ეს ტყუილია. რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი. რუსეთი თავად აგრესორია. ეს ომი არ არის ნაციზმთან ბრძოლა. ეს ტყუილია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმა უკრაინელი ხალხის გამბედაობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას ძმურ მხარდაჭერას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები