ჯოზეფ ბორელმა საგანგებო სხდომა მოიწვია

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რომელსაც მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი დაესწრებიან.

„პარასკევს მოვიწვიე რიგგარეშე საბჭოს სხდომა, რომელზეც მოწვეულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჟოლი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შემოგვიერთდება.

ჩვენ ერთად ვართ, ტრანსატლანტიკური ერთიანობით რუსეთთან ვაჭრობის წინააღმდეგ და უკრაინასთან სოლიდარულები“, – წერს ბორელი „ტვიტერში“.

ცნობისთვის, 2 მარტს ევროკავშირმა გამოაქვეყნა რუსული ბანკების ჩამონათვალი, რომლებიც გაითიშებიან SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები