უკრაინამ რუსეთის საზღაო ფლოტის საიდუმლო საბუთები მოიპოვა
უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეული ბრიგადის, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაგეგმარების საბუთი მოიპოვა, რომელიც ამა წლის 18 იანვარს იყო დამტკიცებული. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის „ფეისბუქ“ გვერდიდან ხდება ცნობილი.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის წარმატებული ქმედებების შედეგად რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ ტექნიკას და ცოცხალ ძალას კარგავენ, არამედ მათ პანიკაში საიდუმლო საბუთებიც კი ავიწყდება. ჩვენს ხელთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეული ბრიგადის ომის დაგეგმარების საბუთი აღმოჩნდა.
მოპოვებულ საბუთებს შორის სამუშაო რუკაც იყო, სამხედრო დავალება, საკონტროლო სიგნალის ცხრილები, პერსონალის სია და ა.შ. მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ დაგეგმარების საბუთები 2022 წლის 18 იანვარს დამტკიცდა, ხოლო უშუალოდ ოპერაცია უკრაინის დასაპყრობად 15 დღის მანძილზე უნდა მორჩენილიყო, კონკრეტულად კი 20.02-დან 06.03-მდე“,- წერია შტაბის ოფიციალურ „ფეისბიქ“ გვერდზე.