გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო.

შესაბამის რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 5 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიღებული რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ტერიტორიიდან.

რეზოლუციის კენჭისყრამდე უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ გაეროს გენერალური ასამბლეის პალატისგან აპლოდისმენტები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები