აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინმა ნატო გააძლიერა და რუსეთი დაასუსტა
“ისტორია გვიჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინმა, ფაქტობრივად, საბოლოო ჯამში, ნატო გააძლიერა და რუსეთი დაასუსტა“, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ, ეს არის, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა რუსეთთან საბრძოლველად როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში. თუმცა, ჩვენ მტკიცედ ვართ მზად, დავიცვათ ნატოში ჩვენი ალიანსი და ჩვენი მოკავშირეები. ჩვენ შეწუხებულები ვართ და თვალს ვადევნებთ. სრულად ვაცნობიერებთ, რომ თუ არის წინასწარგანზრახული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, მაშინ ეს სრულიადაც შესაძლებელია იყოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ასე რომ, ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს საშინელებაა და წარმოადგენს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას. ამიტომ ჩვენ, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნები, სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
ისტორია გვიჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინმა, ფაქტობრივად, საბოლოო ჯამში, გაამყარა ნატო და დაასუსტა რუსეთი“, – განაცხადა ჰარისმა.