რუსეთის განათლების სამინისტრო: “უკრაინის განმათავისუფლებელი მისია” – თემაზე სკოლებში ღია გაკვეთილები ჩატარდება

რუსეთის სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ღია გაკვეთილები, სადაც მოსწავლეებს აუხსნიან, „რატომ გახდა აუცილებელი უკრაინაში განმათავისუფლებელი მისიის ჩატარება“. ამის შესახებ რუსეთის განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„მოსწავლეები გაეცნობიან დღევანდელი მოვლენების წინაისტორიას: რა საფრთხეს უქმნის ნატო ჩვენს ქვეყანას, რატომ დადგა რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სადარაჯოზე და ასევე მოსწავლეებს აუხსნიან, როგორ გაარჩიონ სიმართლე სიცრუისგან ინფორმაციის, ფოტოებისა და ვიდეოების უზარმაზარ ნაკადში, რომლითაც დღეს ინტერნეტი სავსეა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები