yandex-ის გენერალურმა დირექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა
Yandex-ის დირექტორმა და The Question-ის დამფუძნებელმა, ტონია სამსონოვამ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
იგი არ ეთანხმება კომპანია Yandex-ის პოლიტიკას.
“იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია Yandex თავის მთავარ გვერდზე yandex.ru არ ასახავს ნამდვილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები უკრაინულ ქალაქებს ბომბავენ და მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, გთხოვთ, საკუთარი ნებით დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამათავისუფლოთ სამსახურიდან”, – წერს ტონია სამსონოვა.