რუსეთის დელეგაცია უკრაინის დელეგაციასთან შესახვედრად გაემგზავრა – მედია
ბელარუსული საინფორმაციო სააგენტო “ბელტას” ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად შეხვედრის ადგილას გაემგზავრა.
მედიის ცნობით, კონსულტაციების მეორე ეტაპი ბელარუსში, ბრესტის ოლქში, ბელოვეჟსკაია პუშჩას მიდამოში გაიმართება.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 2 მარტს, საღამოს გაიმართება.