“უკრაინა ყველა რუს ტყვეს გაათავისუფლებს, თუ მათ დედები წასაყვანად კიევში ჩააკითხავენ” – უკრაინის თავდაცვა
უკრაინა ყველა რუს ტყვეს გაათავისუფლებს, თუ მათ დედები წასაყვანად კიევში ჩააკითხავენ – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მეტიც, უწყება რუსი ჯარისკაცების მშობლებს დედაქალაქში ჩასვლის ინსტრუქციებს აძლევს.
განცხადებაში მითითებულია ისიც, სად უნდა დარეკონ მშობლებმა იმის გასარკვევად, არიან თუ არა მათი შვილები ტყვეობაში.