რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში: დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესაძლებლობა ყოველთვის იქნება

რუსეთის ელჩმა ლონდონში, ანდრეი კელინმა დიდ ბრიტანეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის იქნება, თუმცა, ჩვენ არ ვიმყოფებით ომის რეჟიმში. ამ ფონზე კი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ არა მხოლოდ მოსკოვს მოუწევს დიდი ბრიტანეთის დატოვება, არამედ – ლონდონსაც“, – განაცხადა ანდრეი კელინმა რუსულ ტელეკომპანია „რასია 24“-თან ინტერვიუში.

უფრო მანამდე, 1-ელ მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინაში იმ ბრიტანელი მოხალისეების გამგზავრების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ.

„მთავრობა აქტიურად არ უჭერს მხარს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც ემოციურად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კანონები საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ და თუ როგორ უნდა წარიმართოს ის”, – განაცხადა ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები