ევროკავშირმა რუსეთში ევროს გაგზავნა აკრძალა

ევროკავშირმა რუსეთში ევრო ბანკნოტების გაგზავნის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

„აკრძალულია ევროში დენომინირებული ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი რუსეთში ან ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ორგანიზაციასა თუ ორგანოში, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, მათ შორის, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკში“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ამავდროულად, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გამონაკლისი გააკეთეს რუსეთში მოგზაურობის მქონე პირებზე. მათ ევროს გატანა შეეძლებათ, მაგრამ მხოლოდ „პირადი სარგებლობისთვის“. აკრძალვა ასევე არ შეეხებათ დიპლომატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები