უკრაინული მედია: კრემლი სპეცოპერაციისთვის ემზადება და იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად გამოცხადებას გეგმავს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.

უკრაინულ მედიაში ერთ-ერთი სცენარს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად გამოცხადებას გეგმავს.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი შესაძლოა, ამზადებს საინფორმაციო ოპერაციას ან მოქმედებას ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები