BBC: რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონზე კონტროლი მოიპოვა

რუსეთი განაგრძობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებს. BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონზე კონტროლის დამყარების შესახებ ავრცელებენ ცნობებს. ხარკოვში დაიბომბა პოლიციის შენობა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
რაც შეეხება კიევს, ქალაქში სროლის ხმა უწყვეტად ისმის. უკრაინელები მტრის ჯარის მოგერიებას ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ცდილობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები