ვიოლა ფონ კრამონი: რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს და ვეტოს უფლება ჩამოერთვას

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს და რეზოლუციებზე ვეტოს უფლება ჩამოერთვას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა განაცხადა.

„პუტინის რუსეთი დევნილ-სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელმაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი, შეიჭრა უკრაინაში და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. მიუღებელია, რომ სისხლიანი რეჟიმის მქონე ქვეყანა იყოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი და შეძლოს ვეტო დაადოს მნიშვნელოვან რეზოლუციებს“, – განაცხადა მან.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ყველა დანაშაულს გამოიძიებენ.

„ყველა დანაშაული, რომელიც ჩაიდინა კრემლმა უკრაინაში, ყოველი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი საფუძვლიანად იქნება გამოძიებული, მსოფლიო დააჯილდოებს პუტინს (რეჟიმს) ისე, როგორც იგი ამას იმსახურებს. ამასობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მთელი ძალით და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები