„ჩვენ ვართ განმათავისუფლებელი ერი“ – დუმის დეპუტატი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს

„ჩვენ ვართ განმათავისუფლებელი ერი“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, დმიტრი საველიევმა განაცხადა და თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ „რუსი ხალხი უნდა ამაყობდეს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო“.

ის ამბობს, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეებმა მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

საველიევი აცხადებს, რომ „რუსეთი არანაირ სამხედრო მოქმედებებს არ აწარმოებს, ის მხოლოდ აიძულებს უკრაინას, დამყარდეს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.

„განსაკუთრებით –  ბოლო დღეებში, რუსეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ უამრავი ბრალდება ისმის. მინდა, შევახსენო ჩვენს თანამოქალაქეებს სიმართლე, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან დღემდე სისხლით მოვიტანეთ: ჩვენ განმათავისუფლებელი ერი ვართ. გაიხსენეთ ეს მაშინ, როდესაც გაიძულებენ შეგრცხვეთ იმის გამო, რომ ცხოვრობთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანაში…რომ, ის რაც თქვენია, არ გსურთ დაუთმოთ სხვას. ისინი გადანაშაულებენ იმაში, თუ როგორ გაბედეთ, დაგეცვათ საკუთარი თავი….გადანაშაულებენ, რომ არ იზიარებთ თქვენთვის უცხო პირთა ღირებულებებს, აფასებთ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს, ოჯახს…

სად იყვნენ ეს მშვიდობისდამცველები, როდესაც ამერიკა კლავდა მშვიდობიან მოსახლეობას ერაყში, ლიბიაში, სირიაში, რატომ არ დაადანაშაულეს ამერიკა ომის დაწყებაში? რატომ არ დაუწესეს მას ის სანქციები, რომლებიც ახლა რუსეთს ეკისრება? ” – განმარტა დუმის დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები