სოზარ სუბარი: რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია და მუშაობა მიმდინარეობდა, ახლა არის ვითარება, როდესაც ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება

“რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა, ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმითვე, ევროპასთან ყოფნა ქართველი ხალხის არჩევანია.

„ევროპული არჩევანი და ევროპასთან ყოფნა არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანი, ეს არ არის რომელიმე ეპოქის ან პოლიტიკური გუნდის განწყობა. ევროკავშირში გაწევრიანება არის უახლოესი დროის მთავარი ამოცანა, რომელიც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაშიც და რომელსაც, სხვათა შორის, არცერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. იმედია, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. თუ დოკუმენტის შინაარსსა და სულისკვეთებაზე ვთანხმდებით, დანარჩენ დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება. მთავარი სამუშაოა ევროპელ პარტნიორებთან, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია ცალმხრივად არ ხდება. ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი, თუ არ იქნება ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თანხმობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები