ოდესის სანაპიროსთან რუსების გემი შენიშნეს
უკრაინაში, ოდესის სანაპიროებთან რუსეთის საზღვაო ძალების გემი შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი, “დუმსკაია” ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ოდესის სანაპიროსთან საპატრულო კატარღა მოჩანს.
უკრაინის საზღვაო ძალები ქვედანაყოფების მოძრაობას აკონტროლებენ და მზად არიან დარტყმისთვის.