დმიტრო კულება: უცნობია, როდის გაიმართება რუსეთთან მორიგი მოლაპარაკებები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, როდის გაიმართება რუსეთის ფედერაციასთან მორიგი მოლაპარაკებები.
“მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვართ მზად, მივიღოთ რუსეთის ულტიმატუმი. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება მორიგი მოლაპარაკებები”, – განაცხადა კულებამ.