გურამ მაჭარაშვილი: ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთიდან საფრთხე შესაძლოა საქართველოს დაემუქროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ის შესაძლო საფრთხე გაიაზრა, რაზეც ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

“ქართული ოცნების,, მთავრობამ, პრემიერმინისტრმა ის შესაძლო საფრთხე გაიაზრა, რაზეც ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა. ბორელმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთიდან საფრთხე შესაძლოა საქართველოს დაემუქროს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ყველა შესაძლო ფორმით განაგრძობს უკრაინის დახმარებას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები უკრაინას არ ტოვებენ და მუშაობას განაგრძობენ

“იმ ფონზე, როცა საქართველოც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და დეოკუპაციის პროცესი ვერ ჩქარდება, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა და ეს პროცესი არ ჩერდება. ამავდროულად, საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები უკრაინაში რაკეტებისა და ტყვიების ფონზე მუშაობენ და ქვეყანას არ ტოვებენ. ჩვენ პარლამენტში ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის გავიღეთ სისხლი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები