Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს 100 000 უფასო ადგილს სთავაზობს
Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს კონტინენტური ევროპის ყველა ფრენაზე, რომლებიც უკრაინის სასაზღვრო ქვეყნებიდან (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი) განხორციელდება 100 000 უფასო ადგილს სთავაზობს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ ცოტა ხნის წინ გააჟღერა.
„Wizz Air მზად არის, დაეხმაროს ლტოლვილებს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისვლაში, სადაც უნდა იყოს ეს. Wizz Air-მა უკვე დაამატა უფრო დიდი თვითმფრინავები და დამატებითი ფრენები სასაზღვრო ქვეყნებიდან ევროპაში, რათა დაეხმაროს ლტოლვილთა გადაადგილებას საჭიროების შემთხვევაში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, 100 000 უფასო ადგილი და განსხვავებული ტარიფები ხელმისაწვდომი იქნება მთელი მარტის განმავლობაში.