უკრაინელების 88% თვლის, რომ რუსეთი ომში დამარცხდება

გამოკითხული უკრაინელების თითქმის 90% თვლის, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს. შესაბამისი კვლევა სოციოლოგიურმა ჯგუფმა – „რეიტინგმა“ მოამზადა.

“გამოკითხულთა 88%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის თავდასხმის მოგერიებას. ეს მაჩვენებელი თითქმის ყოველდღიურად იზრდება. დღეს მხოლოდ 10%-ს არ აქვს ასეთი განწყობა. გამარჯვების რწმენა ქვეყნის ყველა რეგიონში ჭარბობს”, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, გამოკითხულთა 98% მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობას, 93% იწონებს პრეზიდენტ ზელენსკის საქმიანობას, 84% მხარს უჭერს ადგილობრივი ხელმძღვანელების ქმედებებს.

გამოკითხვა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა და მასში 1 200-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები