23 სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

  ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 23 სოფელში დასრულდა. კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე 8 235 აბონენტი გამრიცხველიანდა, რაშიც კომპანიამ 2 058 750 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კერძოდ, ევრო სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდა გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში (510 აბონენტი), მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში (311 აბონენტი), წალენჯიხის რაიონის სოფლე ჭალეში (382 აბონენტი), ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში (934 აბონენტი), ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში (237 აბონენტი) და კიდევ 18 სოფელში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით. კომპანიის ცნობით, გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავდა ქსელის რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვალა ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი ბოძებით, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები