დადიანების მუზეუმი უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს
ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.
ინიციატივის ავტორი მომღერალი, ბუბა სორდია და მისი მეგობრები არიან. ერთ-ერთი მათგანის, ედუარდ ფარცვანიას განცხადებით, მათ ამ აქციით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს:
“ჩვენ ასე სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ვუთხარით ომს – არა”, – თქვა ედუარდ ფარცვანიამ.
მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები გამოდიან უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მხრიდან აგრესიის დასაგმობად. აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში.