„ამერიკის სული არ არის ის, ვინც ამჟამად თეთრ სახლშია, ეს ის კაცები და ქალები არიან, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ყველა კუთხეში” – ბაიდენს კონგრესში უპასუხეს

აშშ-ის აიოვას შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, კიმ რეინოლდსმა კონგრესში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველ, ყოველწლიურ მოხსენებას უპასუხა.

ამერიკული პოლიტიკური ტრადიცია ითვალისწინებს, რომ ოპოზიციური პარტია ნიშნავს ერთ ან მეტ პოლიტიკოსს, რომელიც კრიტიკულ პასუხს გასცემს პრეზიდენტის გამოსვლას: “ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ”.

კიმ რეინოლდსმა გააკრიტიკა სახელმწიფო უბრალო ადამიანის ცხოვრებაში ჭარბი მონაწილეობისთვის.

”ამერიკელები დავიღალეთ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა კარნახობს ჩვენს მოქალაქეებს, თუ რა შეუძლიათ ან არ შეუძლიათ, თქვან, რისი დაიჯერონ. ისინი დაიღალნენ იმის გამო, რომ ცდილობენ მშობლებს თავს მოახვიონ გაჩუმება, სასკოლო პროგრამების განხილვისას, მაშინ როდესაც უნდა მონაწილეობდნენ შვილების განათლებაში. ჩვენ დავიღალეთ, რომ პოლიტიკოსები ტელეკამერების წინ ამბობენ ერთს, და შემდგომ სულ სხვა რამეს აკეთებენ. ჩვენ დავიღალეთ იმით, რომ გუბერნატორები და მერები, თავს გვახვევენ ბრძანებებს და მოუწოდებენ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ, იმ დროს, როდესაც თავად ფლორიდის სანაპიროზე ირუჯებიან, COVID-19-ის მიუხედავად. თქვენ უნდა იღვიძებდეთ შიშის გარეშე, რომ გუბერნატორი დღეს, ზიანს მოგაყენებთ თქვენ, თქვენს შვილებს, ან თქვენს ბიზნესს”,- თქვა რეინოლდსმა.

მისი თქმით, „ამერიკის სული არ არის ის, ვინც ამჟამად თეთრ სახლშია: ეს ის კაცები და ქალები არიან, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ყველა კუთხეში და ყოველთვის მზად არიან ფეხზე წამოდგნენ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, მეზობელზე და იმ ადგილზე, სადაც ისინი ცხოვრობენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები