ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე განვითარებული მოვლენები და ისაუბრეს ეკონომიკური განვითარების სავარაუდო ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.

„აღნიშნულ შეხვედრას ბანკის მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონეEBRD-ის დირექტორი კლარა კროლი და კავკასიაში ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში აფინანსებს სტრატეგიული მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ქვეყნის სხვადასხვა პრიორიტეტულ სექტორში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მიმართულებით. ბანკის მხარდაჭერით ასევე, ხორციელდება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა რეფორმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები