რუსეთის ძალებმა ხერსონში ორი სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს

ხერსონში რუსმა ჯარებმა რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს. ქალაქი მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა. ამის შესახებ ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა განაცხადა.

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ქალაქში SBU-ს შენობა დაიბომბა და ხანძარი გაჩნდა.

ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გუშინ, დაბომბვის შედეგად, ოკუპანტების ჭურვები ორ საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა.

ხერსონის მერი უკრაინის პრეზიდენტს „მწვანე დერეფნის“ ორგანიზებას სთხოვს, ქალაქიდან ცხედრების გადასასვენებლად და ხერსონში პროდუქტების შესატანად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები