ვიტალი კლიჩკო: მტერი კიევის მისადგომებთანაა – ვემზადებით ქალაქის დასაცავად

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქის მისადგომებთან არიან. უკრაინელები თავდაცვისთვის ემზადებიან.

მისი თქმით, სამხედროები ამაგრებენ ბლოკპოსტებს. ის ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ ქალაქი აუცილებლობის გარდა სხვა შემთხვევაში არ დატოვონ.

“სიტუაცია რთულია. მტერი ქალაქის მისადგომებთანაა. ჩვენი შეიარაღებული და ტერიტორიული დაცვის ძალები გმირულად იბრძვიან ჩვენი მიწისთვის. ვემზადებით კიევის დასაცავად”, – თქვა კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებისთვის გაკეთებულ მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები