ლექსო თამაზაშვილი: სამწუხაროა და ჩასაფიქრებელი ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის მსგავსი ადამიანები იბადებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო თამაზაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. როგორც თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, სამწუხაროა, რომ საქართველოში სააკაშვილის მსგავსი ადამიანები იბადებიან.
„მართალი გითხრათ ჯერ გამიხარდა და მერე დავფიქრდი – ძალიან სამწუხაროა და ჩასაფიქრებელი ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის მსგავსი ადამიანები იბადებიან. უფრო სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ქვეყნის პირველი პირები ხდებიან და ქვეყანას ამის გამოსწორება უწევს, რომ არასდროს აღარ მოხდეს – ვმეორდები არ დაიბადოს კიდევ ერთი სააკაშვილი და არასდროს ჩვენ ქვეყანას მსგავსი მეთაური არ ყავდეს! აი ამიტომაა აუცილებელი სამართლიანობის აღდგენა ! განვითარებულმა ქვეყნებმა ეს გაიარეს და აი ჩვენც სწორ გზაზე ვართ,”- წერს თამაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები