ნიკა რურუა: ახალ რევოლუციას გაიჩალიჩებენ

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება. როგორც რურუა ფეიბუქის საკუთარ გვერდზე წერს, სისხლის სამართლის ბრალდებით საქმის აღძვრით მიშას ყველაფერი „დაუკანონეს“ – წასვლაც და არჩამოსვლაც.
„სისხლის სამართლის ბრალდებით საქმის აღძვრით ყველაფერი “დაუკანონეს” მიშას – წასვლაც, არჩამოსვლაც და ა.შ. კიდევ ერთი და ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ დიქტატურა იდიოტური ფენომენია – დიქტატურაა იქ, 36517_515943888445944_1969948293_nსადაც ერთი ადამიანის ბრძანებების შესაბამისად მიიღება ქვეყნისთვის ამგვარი საზიანო გადაწყვეტილებები. P.S. ახალ რევოლუციას გაიჩალიჩებენ ეს დებილები“, – წერს ნიკა რურუა.
კულტურის ყოფილი მინისტრის აღნიშნულ განცხადებას ასევე ფეისბუქის საშუალებით, მოსკოვსი მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა ეხმაურება.
„აბა რაა ნიკა რურუა რევოლუციისა და პუტჩის ჩემპიონია მხედრიონელი, ზვიად გამსახურდია ნიკა რურუამ და მისთანებმა დაამხეს რუსეთის, კერძოდ გენერალ ბალტინის დახმარებით“, –  აცხადებს გაბედავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები