ბოლო დღე-ღამეში უკრაინამ 5 რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.

„ვასილკოვსა და ბროვარზე თავდამსხმელების დარბევის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა დააკავეს და ჩამოაგდეს ორი რუსული თვითმფრინავი, რუსეთის ფედერაციის კიდევ სამი თვითმფრინავი S-300 სისტემებით.  ჯამურად, 28 თებერვალს ჩამოაგდეს დამპყრობლების 5 ავიაგამანადგურებელი, წინასწარი მონაცემებით, ესენია SU-30 და SU-35“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა კიევთან ახლოს ჩამოაგდეს რაკეტა და ერთი ვერტმფრენი BUK-M1 საზენიტო სისტემების გამოყენებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები