კიევის მიმდებარედ სამშობიარო სახლს ჭურვი მოხვდა

კიევის მახლობლად კერძო სამშობიარო სახლ „ადონისს“ რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა. ამის შესახებ სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი, ვიტალი გირინი Facebook-ზე წერს.

“სამშობიაროს ჭირვი მოხვდა, ზარალი დიდია, მაგრამ შენობა ადგილზე დგას. მადლობა მხარდაჭერისთვის”, – წერს სამშობიარო სახლის დირექტორი.

გირინის თქმით, შენობიდან ევაკუაცია ყველამ მოასწრო.

ადონისის სამშობიარო საავადმყოფო სოფელ ბუზოვაიაში, ჟიტომირის გზატკეცილზე, კიევთან ახლოს მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა, ძლიერი დაპირისპირება მიმდინარეობს, რადგან მტერი დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან კიევის ბლოკირებას ცდილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები