საფრანგეთი საელჩოს კიევიდან ლვოვში გადაიტანს

საფრანგეთი მის საელჩოს უკრაინაში, კიევიდან ლვოვში გადაიტანს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა პრესკონფერენციისას განაცხადა, საელჩოს გადატანის აუცილებლობა, უკრაინის დედაქალაქში არსებული რისკების გამო მოხდა.

,,ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტის მოთხოვნით, ჩვენი საელჩო, რომელიც აქამდე კიევში იყო, უკრაინის დედაქალაქზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გამო, გადავწყვიტეთ, გადაგვეტანა ლვოვში, დასავლეთის მიმართულებით. ელჩი რჩება უკრაინაში, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს მოქალაქეებსა და ასევე უკრაინის ხელისუფლებას”, – ნათქვამია ჟან-ივ ლე დრიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც CNN ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები