მედია: გომელში მიმდინარე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე შესვენება გამოცხადდა

ბელორუსში, გომელის ოლქში მიმდინარე, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებებზე შესვენება გამოცხადდა.

ამის შესახებ SPUTNIK ბელარუსი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გომელის ოლქში მხარეებს შორის მოლაპარაკება, დაახლოებით,  4 საათია – მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციებს შეხვედრის დაწყებამდე საკუთარ მოთხოვნებზე მედიასთან არაფერი უთქვამთ, Strana.ua უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე დაურდნომბით დაწერა, რომ კიევი მოლაპარაკებების დროს ყველა რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს, მათ შორის, ყირიმიდან და დონბასიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები