აშშ-მა მინსკში საელჩოს მუშაობა შეაჩერა
ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსში საკუთარი საელჩოს მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ჩვენ ეს ნაბიჯები უსაფრთხოების საკითხების გამო გადავდგით, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, – განაცხადა ბლინკენმა.
საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს კი აშშ-ში დაბრუნების უფლება მიეცემათ.