მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, “ანონიმუსმა” რუსეთის შემდეგ კიბერომი რუსეთის მთავარ მოკავშირე ბელარუსს გამოუცხადა. ამის შესახებ ჰაკერებმა ტვიტერზე განაცხადეს.
“ანონიმუსი,, ანადგურებს საბანკო საიტებს ბელარუსში”, – ნათქვამია შეტყობინებაში. მათი ცნობით, გატეხეს 3 ბანკის ვებსაიტი.
მანამდე, ჰაკერულმა დაჯგუფებამ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, გაზპრომის და რუსული პროპაგანდისტული მედიის ვებ-გვერდები დაბლოკა. 24 თებერვალს გაითიშა ასევე კრემლის და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდებიც.
საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფება ,ანონიმუსი,, 2003 წელს შეიქმნა. ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს.