რუსული რუბლი “კომაში” ჩავარდა – სავაჭრო ბირჟების გახსნაზე ის 40% -ით გაუფასურდა

ტოკიოს საფონდო ბირჟაზე, სადაც დილის ვაჭრობა უკვე დაწყებულია, თავდაპირველად,რუბლი მკვეთრად დაეცა – ჯერ 30%-ით, შემდეგ კი 40%-ით.

რუსეთში გუშინ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი 100-დან 190 რუბლამდე ღირდა. ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსი 83,5 რუბლს შეადგენდა.

ფინანსისტები არ გამორიცხავენ, რომ დღეს, რუბლი ვაჭრობის გახსნისას, დოლართან მიმართებით 300-ს მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა,  დღეს სავალუტო და ფულის ბირჟებზე ვაჭრობას ჩვეული 07:00 საათის ნაცვლად, 15:00 საათზე დაიწყოს (მოსკოვის დროით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები