პენტაგონი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ  შეტევითი კონტინგენტის 2/3 უკვე გამოიყენა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში შეტევითი კონტინგენტის ორი მესამედი უკვე გამოიყენა, რაც დაახლოებით 100 ათას ჯარისკაცს შეადგენს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, წერს BBC Ukraine.

მისი თქმით, ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს რეზერვში, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი დარჩა. პენტაგონში ამ რიცხვს “არსებითს” უწოდებენ.

პენტაგონში აფიქსირებენ ოკუპანტების ლოგისტიკურ პრობლემებს, მათ შორის, საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შემჩნევა შესაძლებელია ხარკოვზე, ისევე – როგორც კიევზე თავდასხმის მცდელობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები