რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და რა როლი აქვს საქართველოს აღნიშნულ ვითარებაში – კონფლიქტოლოგის განმარტება
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და რა როლი აქვს საქართველოს აღნიშნულ ვითარებაში,მიმდინარე მოვლენებზე “კვირა” პროფესორსა და კონფლიქტოლოგს ,ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს ზაზა ცოტნიაშვილს ესაუბრა
მოგეხსნებათ რუსეთმა დღეს,24 თებერვალს უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. თქვენი შეფასებით რისი მიღწევა სურს რუსეთს უკრაინაში შეჭრით?
-‘’რუსეთმა უკრაინაში შეჭრით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას პრაქტიკულად არ აღიარებს და თვლის საკუთარ ნაწილად. რუსეთმა უგულებელყო საერთაშორისო ნორმები. ამისთვის დასავლეთისგან მიღებული პასუხი – სანქციები სახით არ არის საკმარისი, რომ შეჩერდეს მისი ამბიციები. მას სურს, რომ სრული გავლენა მოიპოვოს უკრაინაზე და ის აქციოს რუსული იდეოლოგიის შემადგენელ ნაწილად. პრაქტიკულად დღეს უკრაინაში მიმდინარეობს იდეოლოგიური ბრძოლა, რუსეთი სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობს, რომ დაამყაროს აღნიშნულ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა. ‘’
როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია აქცენტი გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაზე. რა გავლენას იქონიებს აღნიშნული ვითარება საქართველოზე?
– ბუნებრივია, რეგიონზე დიდი გავლენა ექნება რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ უკრაინა მეტ-ნაკლებად უძლებს საკმაოდ მძლავრ სამხედრო შემოტევას, მაგრამ თუ რუსეთმა იქ უპირატესობა მოიპოვა ეს ნიშნავს, რომ რეგიონში მისი გავლენები უფრო და უფრო გაიზრდება და ბუნებრივია ეს საქართველოზეც იმოქმედებს. რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს ეს აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც, ამის მაგალითია ლარის დღევანდელი გაუფასურება.
იმედია, არ გაღრმავდება ეკონომიკური კრიზისი.
ამავე დროს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს წაახალისებს გარკვეული თვალსაზრისით, საიდანაც საფრთხეს ყოველთვის უნდა ველოდეთ, ამიტომ საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ჩვენ ამ კონფლიქტში ნაკლებად დავზარალდეთ,” – განუცხადა ‘’კვირას’’ ზაზა ცოტნიაშვილმა
ცნობისთვის,21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა 24 თებერვლის დილას ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი ოპერაციების დაწყების შესახებ გამოაცხადა