Reuter-ის ინფორმაციით, რუსეთს SWIFT-ს ჯერ არ გაუთიშავენ
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრა “ბარბაროსულ შეტევად” შეაფასა და დღეს ევროპული ქვეყნების ლიდერები საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც იმსჯელებენ რუსეთისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. ამის შესახებ Reuter-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასაც.
“თუმცა, უკრაინის ევროკავშირში მიღება ჯერჯერობით სათუოა, ისევე, როგორც რუსეთისთვის SWIFT-ის გათიშვა”, – წერს Reuter საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.